1 წლის და 5 თვის წინ
საუდის არაბეთის მთავრობა "ბარსელონელს" მაცდურ შეთავაზებას უმზადებს
საუდის არაბეთის მთავრობა "ბარსელონელს" მაცდურ შეთავაზებას უმზადებს

საუდის არაბეთის მთავრობა ფრანკ კესიეს მაცდურ შეთავაზებას გაუკეთებს, - იუწყება Mundo Deportivo.

ისინი იმედოვნებენ, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველს საუდის არაბეთის პრო ლიგის რომელიმე კლუბში გადასვლაზე დაითანხმებენ.

26 წლის შუახაზელით ყველაზე მეტად დაინტერესებულ კლუბად "ალ აჰლი" მიიჩნევა.

კოტ-დ'ივუარელი შეთავაზებას უახლოეს დღეებში მიიღებს. მას "ბარსელონაში" დარჩენა სურს, თუმცა თუ იგრძნობს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთ" მისი წასვლა უნდათ, გუნდის შეცვლის ვარიანტებსაც განიხილავს.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, კესიეს კარიერის გაგრძელება ინგლისის პრემიერ ლიგაში ან გერმანიის ბუნდესლიგაში უნდა.

დიდი ალბათობით, "ბარსა" ფრანკის გაყიდვაზე თანახმაა, რადგან ეს კლუბს ფინანსურ შემოსავალსაც მოუტანს და სახელფასო განაკვეთის შემცირებაშიც დაეხმარება. გარდა ამისა, კესიეს პირდაპირ შემცვლელად შეიძლება მარსელო ბროზოვიჩი მოგვევლინოს.

გასულ სეზონში გამოცდილმა შუახაზელმა თავი 3 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები