aviabiletebi avia.ge

ბლეფი კატალონიურად - რა მოხდა დონარუმასთან დაკავშირებით

ბლეფი კატალონიურად - რა მოხდა დონარუმასთან დაკავშირებით

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დღეს დაადასტურა, რომ ჯანლუიჯი დონარუმა "პარი სენ ჟერმენში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

ეს ამბავი მნიშვნელოვანია "ბარსელონას" ქომაგთათვისაც, რადგან იტალიელ გოლკიპერს "ბლაუგრანას" აქტიურად უკავშირებდნენ.

მიუხედავად ამისა, თუ Sport-ის ჟურნალისტს, ივან რობლესს დავუჯერებთ, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ჯიჯით რეალურად დაინტერესებულნი არც არასდროს ყოფილან.

წყაროს თანახმად, "ბარსას" შეფები უბრალოდ დაეხმარნენ დონარუმას აგენტს, მინო რაიოლას, რათა მას "პსჟ-სთვის" მეტი თანხა დაეცინცლა.

კატალონიურ გრანდში იმედოვნებენ, რომ ეს ფაქტი მათ გავლენიანი აგენტის კლიენტებთან ურთიერთობაში დაეხმარებათ. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ  რაიოლა "ბლაუგრანას" მთავარი სამიზნის, ერლინგ ჰოლანდის აგენტიცაა. 

6 დღის წინ
5894 / 1
ირაკლი ხასაია
user
kanja ისევ ზღაპრები...smilesmilesmile
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 537
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ