aviabiletebi avia.ge

"ვის არ სურს "ბარსაში" თამაში" - ლაუტაროს აგენტის განცხადება

"ვის არ სურს "ბარსაში" თამაში" - ლაუტაროს აგენტის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, მილანის "ინტერის" ფორვარდს ლაუტარო მარტინესს ბოლო პერიოდში კატალონიის "ბარსელონასთან" აქტიურად აკავშირებდნენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არგენტინელი შემტევის აგენტმა გააკეთა.

"ძალიან მშვიდად ვართ. ჯერ სიტუაცია "ინტერთან" უნდა გადაწვწყვიტოთ, თუმცა ვის არ სურს "ბარსაში" თამაში? "ბლაუგრანა" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიადი კლუბია.

"ლაუტარო ნებისმიერი გამოწვევისთვის მზადაა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც პასუხისმგებლობას არ გაურბის", - განაცხადა აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს მარტინესი კატალონიურ გრანდთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა.

4 დღის წინ
149 / 0
Maluta
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 537
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ