2 წლის და 7 თვის წინ
ფერანმა ინგლისური კლუბებისგან შეთავაზებები მიიღო
ავტორი
Aa
ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბები ფერან ტორესით არიან დაინტერესებულნი, - იუწყება ჟერარ რომერო.
ესპანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, 23 წლის თავდამსხმელმა კონკრეტული წინადადებებიც მიიღო, მაგრამ მან ყველა მათგანი უარით გაისტუმრა.
ფერანს "ბარსელონაში" უნდა დარჩენა. სხვა ვარიანტს იგი არც კი განიხილავს.
ახალგაზრდა შემტევს "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" უთხრეს, რომ მომდევნო სეზონში მას მნიშვნელოვნად შეზღუდული სათამაშო დრო შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ამან ტორესს აზრი ვერ შეაცვლევინა.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი ფერანმა 7 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით დახურა.
ტორესი კატალონიურმა გრანდმა 2022 წლის იანვარში შეიძინა. "მანჩესტერ სიტიმ" იგი 55 მილიონ ევროდ გაყიდა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი