aviabiletebi avia.ge

"თუ ჩემს მომავალზე მკითხავთ, ამას გეტყვით" - დეპაი დუმილს არღვევს

"თუ ჩემს მომავალზე მკითხავთ, ამას გეტყვით" - დეპაი დუმილს არღვევს

"ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნემ, მემფის დეპაიმ Diario Sport-თან ინტერვიუში თავისი მომავლის გარშემო აგორებულ ჭორებზე ისაუბრა.

"ახლა მთლიანად ეროვნულ ნაკრებზე ვარ ფოკუსირებული. თუ ჩემს მომავალზე მკითხავთ, გეტყვით, რომ ის კვირას გასამართი ნიდერლანდები-უკრაინის მატჩით შემოიფარგლება.

ვიცი, რომ სპეკულაცია არსებობს. ამას ვერ გავექცევით. ფეხბურთი ასე მუშაობს, თუმცა მსგავს სიტუაციებს მიჩვეული ვარ. სატრანსფერო ფანჯარა გრძელია და წინ კიდევ ბევრი რამ გველოდება." - ამბობს დეპაი.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის თავდამსხმელი თავისუფალი აგენტია და მას "ბლაუგრანაში" გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ეს ჯერ არ დადასტურებულა.

ევრო 2020-ზე დეპაის ნალიდერები "ნარინჯისფრები" ჯგუფში უკრაინას, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ავსტრიას დაუპირისპირდებიან.

4 დღის წინ
1914 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 537
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ