aviabiletebi avia.ge

ამოვარდება თუ არა ბუსკეტსი ესპანეთის განაცხადიდან - რას ამბობს ლუის ენრიკე

ამოვარდება თუ არა ბუსკეტსი ესპანეთის განაცხადიდან - რას ამბობს ლუის ენრიკე

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ AS-ს განუცხადა, რომ სერხიო ბუსკეტსი ევროპის ჩემპიონატის განაცხადიდან არ ამოვარდება.

"ბუსკეტსი განაცხადში იქნება და ჩვენთან დარჩება, რადგან იგი კოვიდდადასტურებული პირველი ფეხბურთელია.

სერხიოს ოჯახის ჯანმრთელობის მდგომარეობაში დარწმუნებულნი არ ვიყავით, ამიტომაც ითამაშა მან პორტუგალიასთან. 

ჩვენ ყველა პროტოკოლს ვითვალისწინებთ, ამიტომ არავის დადანაშაულება შეიძლება. ბუსკეტსს სიმპტომები არ აღენიშნება, იგი თავს კარგად გრძნობს და სახლში ვარჯიშობს." - თქვა ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ გამოცდილ ნახევარმცველს კორონავირუსი კვირის დასაწყისში დაუდასტურდა. ტესტმა დადებითი შედეგი ამოუგდო "ფურია როხას" კიდევ ერთ ფეხბურთელს, დიეგო ლიორენტეს, თუმცა განმეორებითი ტესტის მიხედვით, მას კოვიდ19 არ აღენიშნება და უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, რომ სერხიოს არყოფნაში, ესპანეთის ნაკრებს კიდევ ერთი "ბარსელონელი", ჟორდი ალბა უკაპიტნებს. 

4 დღის წინ
400 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 537
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ