aviabiletebi avia.ge

RAC1: გამპერის თასის ფინალში "ბარსა" და "მანჩესტერ სიტი" შეხვდებიან

RAC1: გამპერის თასის ფინალში "ბარსა" და "მანჩესტერ სიტი" შეხვდებიან

2021 წლის ჟოან გამპერის თასის ფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი" დაუპირისპირდებიან, - იტყობინება RAC1-ის ჟურნალისტი, პოლ ბალუსი.

ამხანაგური მატჩი "ბლაუგრანას" ყოფილ ფეხბურთელსა და სამწვრთნელო შტაბის წევრს, ხუან კარლოს უნსუეს მიეძღვნება, შემოსავალი კი ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის გამოკვლევებს მოხმარდება.

შეგახსენებთ, რომ უნსუეს ამ განუკურნებელი დაავადების დიაგნოზი 2020 წელს დაუსვეს.

შეხვედრის გამართვის თარიღი ჯერ ცნობილია, მაგრამ ბალუსის ცნობით, 23 აგვისტო ყველაზე რეალურ ვარიანტად განიხილება.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ლა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშება დაწყებული იქნება.

4 დღის წინ
142 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 537
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ