aviabiletebi avia.ge

"მანჩესტერ სიტი" გიუნდოგანის გაყიდვას არ აპირებს

"მანჩესტერ სიტი" გიუნდოგანის გაყიდვას არ აპირებს

"მანჩესტერ სიტი" ილქაი გიუნდოგანის გაყიდვას არ აპირებს, - იტყობინება Sky Sports.

როგორც მოგეხსენებათ, გერმანელ ნახევარმცველს "ბარსელონას" უკავშირებენ და ეს ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჯორჯინიო ვეინალდუმმა კარიერის კატალონიაში გაგრძელებას "პსჟ-ში" გადაბარგება არჩია.

ილქაის "სიტისთან" კონტრაქტს ვადა 2023 წელს ეწურება.

მიუხედავად ამისა, წყაროს თანახმად, "სიტიზენები" ამ ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობენ, რადგან მიაჩნიათ, რომ წინ საკმარისი დრო აქვთ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიუნდოგანმა "ქალაქელების" მაისურით 46 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და გააკეთა 5 ასისტი.

4 დღის წინ
102 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 537
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ