aviabiletebi avia.ge

"შენ მას ნესვს აძლევ, ის კი მას ხიზილალად აქცევს" - გრიზმანმა მესიზე ისაუბრა

"შენ მას ნესვს აძლევ, ის კი მას ხიზილალად აქცევს" - გრიზმანმა მესიზე ისაუბრა

"ბარსელონას" ფრანგმა თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა L'Equipe-სთან ჩაწერილ ინტერვიუში თავისი თანაგუნდელის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

"ჩემი და მესის ურთიერთობა კარგია. ერთმანეთს კარგად ვეწყობით. ხანდახან მესიჯებსაც ვუგზავნით ხოლმე, ვარჯიშებზეც ხშირი კომუნიკაცია გვაქვს.

მოედანზე, ის სუპერპარტნიორია. შენ მას ნესვს უგზავნი, ის კი ხიზილალად აქცევს! ჩვენ ლეოსთვის პასის გაკეთებისას წნეხში არ ვართ.

თამაშში ყველაფერი უფრო და უფრო უკეთ მიდის. ამ წელს ცოტა გაგვიჭირდა, რადგან ბევრი ტრავმა გვქონდა და ვთამაშობდით იმ სისტემით, რომელსაც ყველა ფეხბურთელი ვერ ეგუებოდა. 

მიუხედავად ამისა, ახალ სეზონს ახალი მიზნებით ვიწყებთ და გვჯერა, რომ წინ უკეთესი დღეები გველის." - თქვა გრიზმანმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანური პრესა აქტიურად საუბრობდა მესისა და გრიზმანს შორის არსებული ცუდი ურთიერთობის შესახებ, თუმცაღა ეს არასდროს დადასტურებულა.

4 დღის წინ
259 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 537
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ