aviabiletebi avia.ge

"ბარსელონაში" დაბრუნება ჩემი ოცნებაა" - ჩავი ერნანდესის ინტერვიუ

"ბარსელონაში" დაბრუნება ჩემი ოცნებაა" - ჩავი ერნანდესის ინტერვიუ

"ბარსელონას" ლეგენდამ და ყატარული "ალ სადის" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა AS-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც აქტუალურ თემებზე ისაუბრა.

"მე ყოველთვის ბაზარზე ვარ, მწვრთნელობა ორი წლის დაწყებული მაქვს. ლაპორტასთან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს, მაგრამ მასთან საუბრის შესაძლებლობა არ მქონია.

ოდესმე "ბარსელონაში" დაბრუნება ჩემი ოცნებაა. კლუბისგან უკვე ორი შეთავაზება მივიღე, მაგრამ ამისთვის სწორი დრო არ იყო. ახლა თავს უფრო მზად ვგრძნობ.

მესის გაწვრთნა? ვინ არ ისურვებდა ამას? ლეო საუკეთესოა. ეს დიდი პრივილეგია იქნებოდა.

შეიძლება თუ არა პიმიენტა ოდესმე "ბარსას" ძირითადი გუნდის თავკაცი გახდეს? რატომაც არა? ის კარგი მწვრთნელია, კლუბში დიდი ხანია მუშაობს და "ლა მასიას" კარგად იცნობს." - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ "მაესტროს" "კამპ ნოუზე" დაბრუნებას შარშანაც და წელსაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მან კატალონიური გრანდის ჩაბარება ნაადრევად მიიჩნია.

4 დღის წინ
682 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 537
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ