aviabiletebi avia.ge

მიკელ მერინო "ბარსელონასთვის" პრიორიტეტი არ არის

მიკელ მერინო "ბარსელონასთვის" პრიორიტეტი არ არის

"რეალ სოსიედადის" ნახევარმცველი, მიკელ მერინო "ბარსელონასთვის" პრიორიტეტი არაა, - იტყობინება ხოსეპ კაპდევილა.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანაში" სურთ, რომ ილაიშ მორიბაზე გააკეთონ აქცენტი და მასთან ახალი კონტრაქტი გააფორმონ, ხოლო თუ ეს არ მოხდა, მაშინ მერინოს კანდიდატურაც აქტუალური გახდება.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი 24 წლის ესპანელს დადებითი თვალით უყურებდა, რადგან მისი უნარები მოსწონდა.

ჯორჯინიო ვეინალდუმის "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგებასთან ერთად, "ბლაუგრანას" სატრანსფერო გეგმებში მცირედი კორექტივები შევიდა, რომლის საბოლოო შედეგსაც მალე ვნახავთ.

გასულ სეზონში მერინომ "ჩური ურდინის" მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 6 ასისტი.

4 დღის წინ
110 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 537
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ