aviabiletebi avia.ge

რა შემთხვევაში იქნება კუმანი თანახმა ტრინკაუს გაყიდვაზე

რა შემთხვევაში იქნება კუმანი თანახმა ტრინკაუს გაყიდვაზე

"ბარსელონა" გეგმავს, რომ ზაფხულში ფრანსიშკუ ტრინკაუ გაყიდოს და ამაზე რონალდ კუმანიც თანახმაა, - იტყობინება Sport-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი.

წყაროს თანახმად, 58 წლის სპეციალისტი გუნდიდან პორტუგალიელი გარემარბის აბერგებაზე იმ შემთხვევაში იქნება თანახმა, თუ კლუბი მის შემცვლელს მოიყვანს.

საგულისხმოა, რომ თავად ტრინკაუც მიესალმება კატალონიიდან წასვლის იდეას.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფორვარდი "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" შარშან "ბრაგადან" შეიძინეს და მასში 31 მილიონი ევრო გადაიხადეს.

2020/21 წლების სეზონში ფრანსიშკუმ 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 3 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.

4 დღის წინ
198 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 537
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ