3 წლის და 4 თვის წინ
კატარელების საოცარი წინადადება "ბარსას" - დეტალები
ავტორი
Aa
კატარული კლუბი "ბარსელონას"' სეზონში 100 მილიონ ევროს სთავაზობს, - იუწყება Catalunya Radio.
წლიური 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ, კატარელებს უნდათ, რომ მიიღონ უფლება, "ბარსელონას" სახელით ითამაშონ.
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კატარული გუნდი პირდაპირ "ბარსას" დაირქმევს. უბრალოდ, მათ სახელში გაჩნდება რაღაც ისეთი, რაც "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" ასოცირებადი იქნება.
სხვათა შორის, მსგავსი რამ "მანჩესტერ სიტის" უკვე გაკეთებული აქვს. "City group-ის" ქვეშ "მუმბაი სიტი" (ინდოეთი), "მელბურნ სიტი" (ავსტრალია), "ნიუ იორკ სიტი" (აშშ) და სხვა კლუბები არსებობენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა პასუხს გასცემს "ბლაუგრანა" ამ წინადადებას.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი