aviabiletebi avia.ge

მესის საოცარი შედეგი არგენტინის ნაკრებში - ის, რაც ლეოსგან უჩვეულოა

მესის საოცარი შედეგი არგენტინის ნაკრებში - ის, რაც ლეოსგან უჩვეულოა

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო 1 კვირის მანძილზე არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ეტაპის 2 მატჩი ჩაატარა და ორივე ფრედ დაასრულა.

"ალბისელესტე" ჯერ ჩილეს დაუზავდა (1:1), შემდეგ კი კოლუმბიასთან გაიყო ქულები (2:2). საგულისხმოა, რომ ორივე შეხვედრას არგენტინელები იგებდნენ, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

"თეთრ-ცისფრების" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ამ პერიოდში თავი 1 გოლით გამოიჩინა, თუმცა მის ანგარიშზე კიდევ ერთი, მეტად საინტერესო მაჩვენებელია.

თუ Dataref-ს ვენდობით, საკვალიფიკაციო ეტაპის ექვს მატჩში ლეომ ბურთი 33-ჯერ წაართვა მეტოქეს, რაც სამხრეთ ამერიკელ თავდამსხმელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ "ალბისელესტე" ამჟამად კოპა ამერიკისთვის ემზადება. პირველ მატჩს გუნდი 14 ივნისს, თბილისის დროით ღამის პირველ საათზე გამართავს და ჩილეს დაუპირისპირდება.

4 დღის წინ
706 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 538
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ