"ბარსელონასა" და "სიტის" შორის ორმაგი გაცვლა მზადდება

"ბარსელონასა" და "სიტის" შორის ორმაგი გაცვლა მზადდება

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" უკვე ჩანიშნა შეხვედრა გუნდის გარემარბის, უსმან დემბელეს წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრაზე ახალი კონტრაქტის საკითხი იქნება განხილული.

თუ Sunday Times-ს დავუჯერებთ, რომლის ინფორმაციაც Marca-ს ეყრდნობა, "ბლაუგრანას" უკვე მოფიქრებული აქვს თუ რა უნდა უყოს დემბელეს მის მიერ ახალ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში.

საუბარია შესაძლო გაცვლაზე "ბარსასა" და "მანჩესტერ სიტის" შორის, რის მიხედვითაც, დემბელე კარიერას "ეტიჰადზე" გააგრძელებს, ხოლო ბერნარდუ სილვა - "კამპ ნოუზე".

წყაროს თანახმად, არაა გამორიცხული, ვიხილოთ კიდევ ერთი ბარტერი, რომელიც მანჩესტერში სერხი რობერტოს გაუშვებს, კატალონიის საგზურს კი ჟოაო კანსელუს არგუნებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონამ" უკვე დაიმატა ორი ყოფილი "სიტიზენი" - ერიკ გარსია და კუნ აგუერო.

 

1 თვის წინ
4544 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1142
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ