მესი გარკვეული ხნით უკლუბოდ რჩება - უცნაური ამბავი

მესი გარკვეული ხნით უკლუბოდ რჩება - უცნაური ამბავი

ლიონელ მესის "ბარსელონასთან" კონტრაქტს ვადა 2021 წლის პირველ ივლისს ეწურება.

მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობები არ ვრცელდება, Mundo Deportivo-ის ინფორმაციით, "ბარსაში" მესის მიერ ბოლო წინადადებაზე დათანხმებას ელოდებიან.

"ბლაუგრანა" ამ ამბავს ალბათ მაშინ გამოაცხადებს, როდესაც არგენტინის კამპანია კოპა ამერიკაზე, დასრულდება. ტურნირი 11 ივნისს იწყება, ფლეიოფი კი 3 ივლისს. ამ დროისთვის "ლა პულგას" კონტრაქტს ვადა უკვე ამოწურული ექნება.

ასე რომ, ფაქტობრივად, ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელს გარკვეული დროის მანძილზე უკლუბოდ მოუწევს ყოფნა, მანამ, სანამ იგი კატალონიაში დაბრუნდება და ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

რამდენიმე გამოცემის თანახმად, 33 წლის მეგავარსკვლავი "ბარსაში" კიდევ 2 წლით დარჩება.

1 თვის წინ
8433 / 1
ირაკლი ხასაია
user
kanja რას ღლაბუცობენ?!.. არა-სერიოზულია ეს ყველაფერი!.. არ შვენის არც ბარსას და მესის მითუმეტეს!!!smilesmilesmilesmile
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1142
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ