"ამისთვის ყოველთვის ვიბრძოლებ" - ლეო მესის ემოციური განცხადება

"ამისთვის ყოველთვის ვიბრძოლებ" - ლეო მესის ემოციური განცხადება

"ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ჩილესთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საინტერესო განცხადებები გააკეთა.

"ვფიქრობ, ჩვენ ახლა კარგ მომენტში ვართ. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ერთად ვიყავით. გვქონდა ორი კარგი მატჩი, მაგრამ გამარჯვება ვერ მოვახერხეთ.

სანაკრებო ტურნირები ყოველთვის განსაკუთრებულია. არასდროს წარმომედგინა, რომ "ალბისელესტეს" მაისურით ამდენ შეხვედრაში მივიღებდი მონაწილეობას. მუდამ დღიდან დღემდე ვცხოვრობ და ვცდილობ, მაქსიმუმი გავიღო.

სამუშაოს კარგად ვასრულებთ, თუმცა მოგება გვჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ სამი ქულით დაიწყო, რადგან ეს გამშვიდებს. ვიცით, რომ ეს რთულია, მაგრამ, იმედი გვაქვს, შევძლებთ.

ჩემი ნაკრებისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი ვარ. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება აქ ტიტულის მოგებაა. რამდენჯერმე ძალიან ახლოს ვიყავი. მაშინ არ გამოვიდა, მაგრამ ცდას ვაგრძელებ. ამ ოცნების ასასრულებლად ყოველთვის ვიბრძოლებ." - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინა კოპა ამერიკის 2021 წლის გათამაშებას დღეს ღამით, პირველ საათზე, ჩილესთან ჯახით დაიწყებს.

1 თვის წინ
518 / 1
ირაკლი ხასაია
user
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1142
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ