RAC1: მესი და რონალდუ ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან

RAC1: მესი და რონალდუ ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან

გამპერის თასზე "ბარსელონა" ტურინის "იუვენტუსთან" თამაშს გეგმავს, - იტყობინება RAC1.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ აგვისტოში ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მორიგ დაპირისპირებას ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ესპანური გამოცემის მიერ ადრე გავრცელებული ცნობით, გამპერის თასზე "ბლაუგრანა" "მანჩესტერ სიტის" მოიწვევდა.

წყაროს თანახმად, მატჩი 23 აგვისტოს შედგება და ამ დროისთვის ლა ლიგის გათამაშება უკვე დაწყებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ "ბარსასა" და "იუვეს" გზები ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა - ტურინში "ბლაუგრანამ" იმარჯვა (0:2), ხოლო კატალონიაში "ზებრებმა" იძალეს (0:3).

1 თვის წინ
3194 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1142
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ