ბრეითუეიტი: ერიქსენი? ეს საშინელი გამოცდილება იყო

ბრეითუეიტი: ერიქსენი? ეს საშინელი გამოცდილება იყო

"ბარსელონასა" და დანიის ნაკრების თავდამსხმელი, მარტინ ბრეითუეიტი Mundo Deportivo-ს კრისტიან ერიქსენის შესახებ ესაუბრა.

"ერიქსენი? ამ შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ, თუმცა მთავარი ისაა, რომ კრისტიანი უკეთაა და ეს მეც უკეთ მხდის.

კრისტიანის ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

ეს საშინელი გამოცდილება იყო." - იხსენებს მარტინი.

შეგახსენებთ, რომ დანია-ფინეთის მატჩის 42-ე წუთზე ერიქსენმა გონება დაკარგა. როგორც შემდგომ გაირკვა, მას გული გაუჩერდა. ათი წუთის მანძილზე 29 წლის ნახევარმცველი სიკვდილს მოედანზე ებრძოდა. საბედნიეროდ, ექიმებმა მას გული აუმუშავეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რაც შეეხება მატჩს, იგი იმ დღესვე გაგრძელდა და ფინეთის ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა.

1 თვის წინ
203 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1142
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ