კუმანს "ბარსა" ისევ წნეხში ჰყავს - რას ითხოვს ნიდერლანდელი

კუმანს "ბარსა" ისევ წნეხში ჰყავს - რას ითხოვს ნიდერლანდელი

რონალდ კუმანი "ბარსელონას" ახალი ნახევარმცველის მოყვანას სთხოვს, - იტყობინება Mundo Deportivo.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" თავკაცს გუნდში ისეთი თვისებების ფეხბურთელი სურს, როგორიც ჯორჯინიო ვეინალდუმია.

მოგეხსენებათ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებს" თავად ჯორჯინიოც თითქმის გაფორმებული ჰყავდათ, თუმცა უკანასკნელ მომენტში, გამოცდილი შუახაზელი უფრო სარფიან წინადადებას დახარბდა და "პარი სენ ჟერმენზე" გააკეთა არჩევანი.

ჯორჯინიო თავისუფალი აგენტი გახლდათ და მისი ტრანსფერი კლუბისთვის ამის გამოც მომგებიანი იქნებოდა, თუმცა ეს არ გამოვიდა.

ამ მომენტისთვის, კატალონიელებს შემდეგ ნახევარმცველებს უკავშირებენ: ლორენცო პელეგრინი (რომა), ფაბიან რუისი (ნაპოლი), მიკელ მერინო (რეალ სოსიედადი).

1 თვის წინ
2214 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1142
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ