ევრო 2020: ალბა, პედრი და გარსია შვედეთით იწყებენ

ევრო 2020: ალბა, პედრი და გარსია შვედეთით იწყებენ

ევროპის ჩემპიონატის მეოთხე დღეს "ბარსელონას" სამ ფეხბურთელს ვიხილავთ საქმეში - ჟორდი ალბა, ერიკ გარსია და პედრი გონსალესი შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

"ბლაუგრანას" ტრიო წესით კვარტეტი უნდა ყოფილიყო, თუმცა გამოცდილ ნახევარმცველს, სერხიო ბუსკეტს კორონავირუსი აღენიშნება და იგი ჯგუფური ეტაპის მატჩებს ტოვებს.

პირენეელთა და სკანდინავიელთა ჯახი თბილისის დროით 23 საათზე გველის, მანამდე კი კიდევ ორი შეხვედრაა - შოტლანდია-ჩეხეთი (17:00) და პოლონეთი-სლოვაკეთი (20:00).

ესპანეთის ქომაგთათვის საყურადღებო სწორედ პოლონელთა და სლოვაკთა ჯახია, რადგან მათი მომდევნო მეტოქეები ეს ნაკრებები არიან.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დესანტიდან ორმა უკვე ითამაშა - მარტინ ბრეითუეიტმა ფინეთთან წააგო, ხოლო ფრენკი დე იონგმა უკრაინა დაამარცხა.

1 თვის წინ
219 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1142
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ