"ბარსელონამ" ლაპორტეს დრო სთხოვა - რა უნდა გააკეთონ კატალონიელებმა

"ბარსელონამ" ლაპორტეს დრო სთხოვა - რა უნდა გააკეთონ კატალონიელებმა

"ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" მცველის, აიმერიკ ლაპორტეს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, - იტყობინება Sport-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი.

წყაროს თანახმად, კატალონიელებმა სატრანსფერო თანხის ასაგროვებლად ჯერ ფეხბურთელები უნდა გაყიდონ, ამიტომ მათ აიმერიკს დრო სთხოვეს.

ხუანმარტს თუ დავუჯერებთ, 27 წლის ესპანელს "ეტიჰადიდან" აბარგება უნდა და "ბლაუგრანა" ამისთვის საუკეთესო ვარიანტად ესახება.

ადრე გავრცელდა ცნობა, რომ "სიტიზენები" ბარტერს ითხოვდნენ, სადაც სერხი რობერტო იქნებოდა ჩართული.

გასულ სეზონში აიმერიკმა 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.

1 თვის წინ
316 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1142
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ