სანერვიულო ცნობა - "ბარსელონა" ახალ ფორმას მესის გარეშე წარადგენს

სანერვიულო ცნობა - "ბარსელონა" ახალ ფორმას მესის გარეშე წარადგენს

"ბარსელონა" 2021/22 წლების სეზონის ოფიციალურ ფორმას ხვალ, თბილისის დროით 22 საათზე წარადგენს.

თუ ჟურნალისტ ხერარდ მორენოს დავუჯერებთ, პრეზენტაციაში მონაწილეობას 6 ფეხბურთელი მიიღებს: ხერარდ პიკე, სერხი რობერტო, პედრი, ანტუან გრიზმანი, ფრენკი დე იონგი და მარკ ანდრე ტერ შტეგენი.

როგორც ხედავთ, ხსენებულ ექვსეულში არ არის ლეო მესი, რისი მიზეზიც ჯერჯერობით უცნობია.

ამ ამბავმა "ბლაუგრანას" ქომაგებში დიდი ნერვიულობა გამოიწვია, რადგან ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელს კლუბთან კონტრაქტი რამდენიმე დღეში ეწურება და ასეთი ცნობები უარყოფით სიგნალადაა განხილული.

შეგახსენებთ, რომ ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, მესის მაინც "კამპ ნოუზე" დარჩენა აქვს განზრახული და იგი ხელს ორწლიან კონტრაქტს მოაწერს.

1 თვის წინ
1867 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1142
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ