გვარდიოლა "ბარსელონას" ორი ფეხბურთელით ინტერესდება

გვარდიოლა "ბარსელონას" ორი ფეხბურთელით ინტერესდება

პეპ გვარდიოლა "ბარსელონას" ორი ფეხბურთელით ინტერესდება, - იტყობინება Cat.Radio.

წყაროს თანახმად, "მანჩესტერ სიტის" თავკაცის ინტერესთა სფეროში უსმან დემბელე და სერხი რობერტო იმყოფებიან.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ "ქალაქელები" ზაფხულში 7 ფეხბურთელთან გეგმავენ დამშვიდობებას და ეს "ბლაუგრანაშიც" იციან.

"ბარსას" დაუკავშირეს "სიტიზენთა" რამდენიმე მოთამაშე - რაჰიმ სტერლინგი, აიმერიკ ლაპორტე, ილქაი გიუნდოგანი და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" უკვე დაიმატეს ორი ყოფილი მანჩესტერელი: კუნ აგუერო და ერიკ გარსია, თუმცა კლუბში ისინი თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვიდნენ.

1 თვის წინ
2983 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1142
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ