3 წლის და 6 თვის წინ
პირველი ბონუსი მალე გააქტიურდება - რასთან არის ლევანდოვსკი ახლოს
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონამ" მიუნხენის "ბაიერნიდან" რობერტ ლევანდოვსკი შეიძინა. პოლონელ თავდამსხმელში კატალონიელებმა 45 მილიონი ევრო გადაიხადეს.
გარიგებაში ჩაიდო 5 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსების, რომლის პირველი ნაწილის გააქტიურებასთან ძალიან ახლოს ვართ.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ თუ ლევანდოვსკი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში 25 გოლს გაიტანდა, "ბარსას" "ბაიერნისთვის" 1.25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა.
მიმდინარე სეზონში რობერტის ანგარიშზე უკვე 23 გოლია, ამიტომ ბავარიელები ბიუჯეტის 1.25 მილიონით შევსებას უახლოეს მომავალში უნდა ელოდონ.
25-გოლიან ნიშნულზე ასვლის შანსი ლევანდოვსკის კვირას, "სევილიას" წინააღმდეგ ექნება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ