2 წლის და 9 თვის წინ
ჩავი ისევ განსხვავებულ აზრზეა - "ბარსა" დილემის წინაშე
ჩავი ისევ განსხვავებულ აზრზეა - "ბარსა" დილემის წინაშე

ჩავის "ბარსელონას" ახალ საყრდენად ორიოლ რომეუს ხილვა სურს, - იუწყება Mundo Deportivo.

წყაროს თანახმად, მიუხედავად "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელის პოზიციისა, რომეუს კანდიდატურა "ბლაუგრანას" სპორტულ დეპარტამენტში კონსესუსს არ იწვევს.

"ბარსას" უფროსობის ზოგიერთი წევრი ფიქრობს, რომ ის თანხა, რაც საყრდენის ტრანსფერში უნდა დაიხარჯოს, უმჯობესია, მარჯვენა მცველის დამატებას მოხმარდეს.

MD-ს თქმით, ჩავის ფსონის ნიკო გონსალესზე ჩამოსვლა არ უნდა. უდიდესი ალბათობით, 22 წლის "ლა მასიელს" კლუბი კიდევ ერთხელ გაანათხოვრებს. მის მომდევნო ნავსაყუდლად "რეალ ბეტისი" განიხილება.

რაც შეეხება რომეუს, ჟერარ რომეროს თუ დავუჯერებთ, ტრანსფერის განსახორციელებლად დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესი იქნება.

31 წლის ესპანელმა გასულ სეზონში ჩატარებულ 36 მატჩში 2 გოლი გაიტანა.


Facebook კომენტარები