2 წლის და 10 თვის წინ
ლაპორტამ დაადასტურა - "ბარსას" ვარსკვლავში 100 მილიონს უხდიდნენ
ლაპორტამ დაადასტურა - "ბარსას" ვარსკვლავში 100 მილიონს უხდიდნენ

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ Onda Cero-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გასულ ზაფხულს კლუბს ფრენკი დე იონგის თაობაზე ძვირადღირებული შეთავაზება ჰქონდა მიღებული.

"ყველა არ იყიდება.

დე იონგის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გვთავაზობდნენ და ვფიქრობ, სწორად მოვიქეცით, რომ ამაზე არ დავთანხმდით," - იხსენებს ლაპორტა.

2022 წლის ზაფხულში დე იონგით "მანჩესტერ იუნაიტედი" სერიოზულად იყო დაინტერესებული. მოარული ხმების თანახმად, ფრენკის წასვლისკენ კატალონიურ გრანდშიც უბიძგებდნენ, თუმცა "კამპ ნოუზე" დარჩენა თავად ფეხბურთელმა გადაწყვიტა.

გასული სეზონი ნიდერლანდელის "ბარსელონურ" კარიერაში საუკეთესო გამოდგა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა "ბლაუგრანას" მიერ ესპანეთის სუპერთასისა და ლა ლიგის მოგებაში.


Facebook კომენტარები