2 წლის და 10 თვის წინ
ცნობილია: რა მოუტანა "ბარსელონას" უმტიტის გაშვებამ
ცნობილია: რა მოუტანა "ბარსელონას" უმტიტის გაშვებამ

"ბარსელონამ" სამუელ უმტიტისთან კონტრაქტის გაწყვეტა ოფიციალურად დაადასტურა.

"ბარსელონამ" და სამუელ უმტიტიმ მიაღწიეს შეთანხმებას კონტრაქტის გაწყვეტაზე, რომელიც ფეხბურთელს კლუბთან 2025/2026 წლების სეზონამდე აკავშირებდა.

"ბარსელონა" გამოხატავს საკუთარ მადლიერებას უმტიტისადმი და უსურვებს მას იღბალსა და წარმატებას მომავალში," - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

ჟურნალისტ ხავი მიგელის ინფორმაციით, 33 წლის უკანახაზელთან დამშვიდობებამ "ბარსას" სახელფასო განაკვეთში 20 მილიონი ევრო გამოუთავისუფლა.

Actualite-Barca წერს, რომ უმტიტი "ბარსელონაში" ყოველწიურად 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა (გადასახადების გაუთვალისწინებლად). დარჩენილი 3 წლის განმავლობაში ის "ბარსას" 15 მილიონი ევრო დაუჯდებოდა, მაგრამ "დიდმა სემმა" თავისი ფინანსური მოთხოვნილებები შეამცირა.

ცნობისთვის, ფრანგი ფეხბურთელი "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 2016 წელს შეიძინეს. "ბარსელონას" მაისური მან 133 მატჩში მოირგო, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 1 საგოლე გადაცემა.


Facebook კომენტარები