1 წლის და 9 თვის წინ
უეფამ გადაწყვიტა - ითამაშებს თუ არა "ბარსა" ჩემპიონთა ლიგაზე
უეფამ გადაწყვიტა - ითამაშებს თუ არა "ბარსა" ჩემპიონთა ლიგაზე

"ბარსელონას" უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლების სეზონში მონაწილეობაზე მწვანე შუქი აუნთო, - იტყობინება Mundo Deportivo.

კატალონიელთა მონაწილეობა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მომდევნო გათამაშებაში მას შემდეგ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც ნეგრეირას საქმის შესახებ დაიწყო საუბარი.

"ბლაუგრანას" ლა ლიგის სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტისთვის თანხის გადახდაში და ამ გზით არბიტრების მიკერძოებულობის ყიდვაში ადანაშაულებდნენ. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მტკიცებით, გადახდებში არალეგალური არაფერი ყოფილა, რადგან კლუბი ნეგრეირასგან მსაჯებსა და ფეხბურთელებზე დაწერილ ტექნიკურ ანგარიშებს იღებდა.

როგორც ირკვევა, უეფამ ყველა დოკუმენტს გადახედა და დაასკვნა, რომ "ბარსას" სანქცირების საფუძველი არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ჯგუფური ეტაპის წილისყრას პირველ კალათაში ხვდება.


Facebook კომენტარები