2 წლის და 10 თვის წინ
როდის შეუერთდება არდა "ბარსას" - ახალი ცნობები
როდის შეუერთდება არდა "ბარსას" - ახალი ცნობები

როგორც ჩანს, დეკოს სტამბოლში ვიზიტმა "ბარსელონა" "ფენერბაჰჩეს" 18 წლის ტალანტთან, არდა გიულერთან კიდევ უფრო მიაახლოვა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ თავის ახალ ინტერვიუში დაადასტურა კიდეც, რომ ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ბევრ წყაროს სჯერა, რომ კლუბის მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, "ბლაუგრანა" გიულერის ახლა დარეგისტრირებას ვერ მოახერხებს, ამიტომ არდას სტამბოლში 1-წლიანი იჯარით დატოვებს.

მიუხედავად ამ მოცემულობისა, განსხვავებული პოზიცია აქვს ჟერარ რომეროს.

ესპანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, არდა "ბარსას" შეიძლება მიმდინარე ზაფხულსვე შეუერთდეს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა გრანდმა სამუელ უმტიტის კონტრაქტი გაუწყვიტა. სახელფასო განაკვეთის შემცირების გზაზე ეს "ბარსას" პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

რაც შეეხება თურქ ტალანტს, მისი შეძენა "ბლაუგრანას" 17.5 მილიონი ევრო დაუჯდება.


Facebook კომენტარები