2 წლის და 10 თვის წინ
ბროზოვიჩი ან კესიე! - “ბარსელონას” და “ალ-ნასრს” ერთნაირი მიზნები აქვთ
ბროზოვიჩი ან კესიე! - “ბარსელონას” და “ალ-ნასრს” ერთნაირი მიზნები აქვთ

როგორც მოგეხსენებათ, საუდის არაბული გუნდი “ალ-ნასრი” მილანის “ინტერის” 30 წლის ხორვატი ფეხბურთელის, მარსელო ბროზოვიჩის შეძენით ინტერესდება.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ჯაკომო იაკობელისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბროზოვიჩის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში “ალ-ნასრი” ფრან კესიეს ტრანსფერზე გადაერთვება.

პოტენციურად ორი ვარიანტი გვაქვს. ან “ალ-ნასრი” ბროზოვიჩს შეიძენს და “ბარსელონა” კესიეს შეინარჩუნებს, ან ყველაფერი საპირისპიროდ მოხდება, არაბული გუნდი კესიეს დაიმატებს, “ბარსელონა” კი ბროზოვიჩს შეიძენს.



Facebook კომენტარები