3 წლის და 9 თვის წინ
მესი: "როცა ეს მოხდება, ბარსელონაში დავბრუნდები"
ავტორი
Aa
დღეს გამოქვეყნდა "ბარსელონას" ლეგენდის, ლიონელ მესის მიერ Diario OLE-სთან ჩაწერილი ინტერვიუს მეორე ნაწილი.
35 წლის არგენტინელმა ბარსელონაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, თუმცა ეს არა საფეხბურთო კლუბს, არამედ ქალაქს ეხება.
"ვფიქრობ, როცა კარიერას დავასრულებ, საცხოვრებლად ბარსელონაში დავბრუნდებით.
ბარსელონა ჩემი სახლია," - განაცხადა "ლა პულგამ".
პრესაში ადრეც ვრცელდებოდა ცნობები, რომ მესის ოჯახი პარიზში ცხოვრებას ვერ შეეგუა და მათ ბარსელონა ენატრებოდათ. ცვლილება განსაკუთრებით მტკივნეულად ლეოს შვილებმა მიიღეს.
რაც შეეხება "ბლაუგრანაში" დაბრუნებას, ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელი ამის თაობაზე კვლავ დუმს. არგენტინელის მომავალი მომდევნო თვეებში უნდა გაირკვეს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი