1 წლის და 4 თვის წინ
დეკუ გიულერს ესაუბრა - რა სურს არდას
დეკუ გიულერს ესაუბრა - რა სურს არდას

თუ არდა გიულერი "ბარსელონას" მიერ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდება, ტრანსფერი შეიძლება მომდევნო კვირასვე დაიხუროს, - იუწყება Mundo Deportivo.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" ახალი სპორტული დირექტორი დეკუ შეხვდა "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტ ალი კოჩს, თავად გიულერსა და მის მშობლებს. "ბარსა" სტამბოლურ კლუბს იმაზე შეუთანხმდა, რომ ახლა ისინი არდას გამოსასყიდი თანხის (17.5 მილიონი ევრო) ნახევარს გადაიხდიან და ფეხბურთელს "ფენერში" 1-წლიანი იჯარით დატოვებენ.

გიულერს ურჩევნია, კარიერის შემდეგ ეტაპზე დაუყონებლივ გადავიდეს და "ბარსას" მიმდინარე ზაფხულსვე შეუერთდეს, მაგრამ საამისოდ "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდონ, ამას კი ვერ ახერხებენ.

დეკომ მოთამაშესა და მის ოჯახს "ბარსას" პროექტიც აუხსნა. როგორც უკვე ვთქვით, არდას "ბარსელონაში" ახლავე გადაბარგება უნდა, მაგრამ იგი სტამბოლში კიდევ 1 წლის გატარებასაც განიხილავს.

როგორც MD წერს, "ბლაუგრანას" პორტუგალიელმა ლეგენდამ არდას ტრანსფერი პირად გამოწვევად დაისახა და კლუბი ახლა ბრძოლას ლიდერობს.

გასულ სეზონში ჩატარებულ 35 მატჩში თურქმა ნახევარმცველმა 6 გოლი და 7 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები