2 წლის და 9 თვის წინ
ჩავი "ბარსელონას" სამიზნის კლუბს აბრაზებს
ჩავი "ბარსელონას" სამიზნის კლუბს აბრაზებს

"ჟირონაში" ამბობენ, რომ თუ "ბარსელონას" ორიოლ რომეუს შეძენა უნდა, მისი გამოსასყიდი თანხა უნდა გადაიხადოს. აღნიშნულ ინფორმაციას SPORT ავრცელებს.

31 წლის ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 10 მილიონ ევროს შეადგენს.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, "ჟირონაში" "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის მოქმედებები აღიზიანებთ.

"ორიოლი თავისუფალი აგენტი არ არის, ჩავიმ კი მას დაურეკა. რომეუს კონტრაქტი აქვს... ეს არ შეიძლებოდა ხდებოდეს," - ამბობენ კატალონიურ გუნდში.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი შუახაზელი "ბარსას" მომდევნო ვარიანტია საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე. მარტინ ზუბიმენდის, იოზუა კიმიხისა და მარსელო ბროზოვიჩის ტრანსფერებში წარუმატებლობის შედეგად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" სწორედ რომეუზე გადაერთვნენ.


Facebook კომენტარები