2 წლის და 2 თვის წინ

შეთანხმება მიღწეულია - არდას კონტრაქტის დეტალები

ავტორი
Aa
"ბარსელონა" არდა გიულერს ტრანსფერზე შეუთანხმდა, - იუწყება თურქული Ajansspor-ი.
კატალონიური გრანდი სტამბოლის "ფენერბახჩეს" 20-25 მილიონ ევროს, ორ ნაწილად გადაუხდის.
კონტრაქტში ჩადებულია 3 მნიშვნელოვანი პირობა:
- "ბარსელონა" იძლევა გარანტიას, რომ 18 წლის ფეხბურთელი პირველი გუნდის მინიმუმ 20 მატჩში მიიღებს მონაწილეობას.
- არდა "ფენერბახჩეში" 2023/2024 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.
- მომდევნო სეზონში გიულერის ხელფასს "ბარსა" გადაიხდის.
როგორც ჩანს, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" იციან, რომ უნიჭიერეს ნახევარმცველს ახლა ვერ დაარეგისტრირებენ, ამიტომ მისი ამჟამინდელ გუნდში კიდევ 1 სეზონით დატოვება გადაწყდა.
ცნობისათვის, გასულ სეზონში არდამ სტამბოლელთა მაისურით ჩატარებულ მატჩებში 6 გოლი და 7 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 დღის და 12 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
1 კვირის და 1 დღის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 6 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 6 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში