რა უთხრა პიკემ მსაჯს "ხეტაფეს" გაუქმებული გოლის ეპიზოდში

რა უთხრა პიკემ მსაჯს "ხეტაფეს" გაუქმებული გოლის ეპიზოდში

"ბარსელონასა" და "ხეტაფეს" მატჩში, რომელიც "ბლაუგრანამ" 2:1 მოიგო, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა.

გოლის გაუქმების მიზეზი ის გახლდათ, რომ ნიომმა "ბარსას" ფრანგ ცენტრალურ მცველს, სამუელ უმტიტის მოძრავი ბლოკი დაუყენა და მიწაზე დასცა, რისი წყალობითაც შტეგენის კარის აღება აღარ გასჭირვებია.

მანამ, სანამ აღნიშნულ ეპიზოდს ვიდეორეფერი განიხილავდა, ხერარდ პიკემ შეხვედრის მთავარ მსაჯ კუადრა ფერნანდესს საინტერესო რამ უთხრა:

"გახსოვს, რომ ამ სეზონში "რეალისა" და "სევილიას" შეხვედრაში ზუსტად იგივე რამ მოხდა? გახსოვს ზუსტად ასეთი ბლოკი?" - ეუბნებოდა ხერარდი რეფერის.

საბოლოდ, მსაჯმა "ხეტაფეს" გოლი გაუუქმა, ისევე როგორც "სევილიას" ლუკ დე იონგი დატოვა გაწბილებული "ბლანკოსთან" ჯახში.

9 თვის წინ
1573 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 93
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ