3 წლის და 2 თვის წინ
პასუხი დღეს იქნება - ვინ შეაფერხა არაუხოს ტრანსფერი
ავტორი
Aa
"ბარსელონა" ხულიან არაუხოს ტრანსფერის თაობაზე ფიფასგან პასუხს დღეს ელოდება, - იუწყება L'Esportiu.
მექსიკელი ფლანგელის ამბის უცნობი დეტალები რამდენიმე საათის წინ SPORT-მა გააჟღერა.
ესპანური გამოცემის ინფორმაციით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ბარსასა" და "ლოს ანჯელეს გელექსის" ყველაფერი ჰქონდათ შეთანხმებული.
მიზეზი, რამაც ტრანსფერის დაყოვნება გამოიწვია, MLS-ის შეცდომა გახლდათ. ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატიდან საჭირო დოკუმენტების გაგზავნა 18 წამით დაგვიანდა.
18-წამიან დაგვიანებას რომ ჰქონდა ადგილი, ეს "ბლაუგრანას" ტექნიკურმა დირექტორმა მატეუ ალემანიმაც დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთ" 21 წლის მარჯვენა მცველის იჯარით დამატება სურდათ. "ბარსა" საკუთარ თავზე აიღებდა ზაფხულში მის 5 მილიონ ევროდ გამოსყიდვას.
Facebook კომენტარები