1 წლის და 4 თვის წინ
დე იონგს ახალი მსურველი გამოუჩნდა
დე იონგს ახალი მსურველი გამოუჩნდა

"მანჩესტერ სიტი" ფრენკი დე იონგის თაობაზე შეთავაზების გაკეთებას განიხილავს, - იუწყება The Sun.

ბრიტანული ტაბლოიდის თანახმად, ნიდერლანდელ ნახევარმცველს "ბარსელონა" 90 მილიონ ფუნტად (100 მილიონ ევროდ) აფასებს.

როგორც ირკვევა, "სიტიზენთა" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ფრენკის დიდი გულშემატკივარია. მას დე იონგის შეძენა ჯერ კიდევ 2019 წელს სურდა, მაგრამ მაშინ "ბლაუგრანამ" იმძლავრა.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები მოედნის ცენტრის გაძლიერებას დეკლან რაისით აპირებდნენ, თუმცა "ვესტ ჰემის" ვარსკვლავმა "არსენალი" აირჩია. მოსალოდნელია, რომ "ქალაქელები" ახლა კიდევ ერთ ახალგაზრდა ვარსკვლავზე გააკეთებენ აქცენტს და "ბარსას" მიაკითხავენ.

მიუხედავად ამისა, დე იონგის გაყიდვა პრაქტიკულად უნდა გამოვრიცხოთ, რადგან არც ფეხბურთელს სურს გუნდის შეცვლა და არც კლუბს მასთან დამშვიდობება. ჟოან ლაპორტამ 26 წლის ნახევარმცველს ხელშეუხებლის სტატუსი მიანიჭა.



Facebook კომენტარები