3 წლის და 4 თვის წინ
ჩავიმ მოთამაშე დაარწმუნა - მნიშვნელოვანი ამბავი
ავტორი
Aa
ჩავიმ ჟიულ კუნდეს აზრი შეაცვლევინა, - იუწყება სიკე როდრიგრესი.
ჟურნალისტის ინფორმაციით, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ფრანგი ფეხბურთელი დაარწმუნა იმაში, რომ მომდევნო სეზონშიც მარჯვენა მცველად ითამაშოს.
ჟიული დაცვის ცენტრში თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს და ეს აქამდე არაერთხელ დადასტურებულა. ესპანური გამოცემები იმასაც იუწყებოდნენ, რომ სხვა პოზიციაზე თამაში კუნდეს გუნდის შეცვლაზეც აფიქრებდა, თუმცა აღნიშნული ცნობა თავად ფრანგმა უარყო.
როგორც ჩანს, "ბარსას" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მარჯვენა მცველის დამატება ძალიან გაუჭირდება, რაც ჩავის აიძულებს, კვლავ ნაცნობ ხერხს მიმართოს.
შეგახსენებთ, რომ მაშინ, როცა კუნდე დაცვის ფლანგზე დგას, რონალდ არაუხოს ცენტრში ანდრეას კრისტენსენი უწყვილდება ხოლმე.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი