გულიტი: არ ვიცი, რატომ აქებს მედია დე იონგს

გულიტი: არ ვიცი, რატომ აქებს მედია დე იონგს

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, რუუდ გულიტმა თავისი თანამემამულე და "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი გააკრიტიკა.

"ვისურვებდი, რომ ფრენკიზე თქვენი აზრი გავიგო, რადგან რასაც მის შესახებ პრესაში ვკითხულობ, ყველაფერი ქებას შეიცავს. ამბობთ, რომ ის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა, არა? და ის არის მოთამაშე, რომელსაც ვერაფერში დაადანაშაულებ.

სამი კვირის წინ "ბარსას" მატჩი მიმყავდა და დე იონგის თამაშში ვერაფერი ვნახე განსაკუთრებული.

ვერ ვნახე ის, რაზეც გაზეთებში წერენ. ის დე იონგი, რომლის ხილვაც მინდა, გერმანიასთან ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მატჩის ბოლო 15 წუთში ვნახე." - განაცხადა გულიტმა.

1 წლის წინ
844 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 1039
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ