2 წლის და 7 თვის წინ
"ბარსელონა" ტრანსფერს ხურავს - დეტალები
ავტორი
Aa
"ბარსელონა" "რეალ ვალიადოლიდიდან" ივან ფრესნედას ტრანსფერს ხურავს, - იუწყება ESPN.
"ლურჯ-ბროწეულისფერნი" ესპანელ მარჯვენა მცველს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ და იმედოვნებენ, რომ "ვალიადოლიდთან" შეთანხმებას მალე მიაღწევენ. "ბლაუგრანაში" არსებული რწმენით, 18 წლის ფეხბურთელის გადაბირება 10 მილიონი ევრო დაჯდება.
წყაროს თანახმად, ფრესნედას კატალონიური გრანდისკენ მიმავალი გზა შეიძლება სერჟინიო დესტის გაყიდვამ გაუხსნას.
ივანის მომავალზე დაწერა Mundo Deportivo-მაც.
ესპანური გამოცემის მიხედვით, "თეთრ-იისფერთა" ფლანგელს თავისი ახალი კლუბის რაც შეიძლება მალე გარკვევა უნდა. არსებული ვარიანტებიდან, ყველაზე მეტად მას სწორედ "ბარსელონა" ხიბლავს.
გასულ სეზონში ფრესნედამ 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი