ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა ჟერარ რომერომ ლეო მესის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით ახალი ცნობები გაავრცელა.
რომეროს მიერ გაჟღერებული ინფორმაციებიდან შეიძლება შემდეგი დასკვნა გამოვიტანოთ:
"ბარსელონა" ყველა სცენარისთვის მზადაა, თუ მესი დაბრუნებას გადაწყვეტს.
ამ მომენტისთვის, მესის "პსჟ-სთან" კონტრაქტის გახანგრძლივებისკენ გული არ მიუწევს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.
ხორხე მესის თავისი შვილის "ბარსელონაში" დაბრუნება არ სურს.
ჩავი მესის ტრანსფერს მიესალმება.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელ მეგავარსკვლავს "პსჟ-სთან" მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის ივლისამდე აკავშირებს. პარიზელთა ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რათა ლიონელი ამ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაითანხმოს.
მიმდინარე სეზონში "პარი სენ ჟერმენის" მაისურით ჩატარებულ 23 მატჩში მესიმ თავი 14 გოლითა და 14 ასისტით გამოიჩინა.