მესიმ ინსტაგრამის რეკორდი დაამყარა - საოცარი ფაქტი

მესიმ ინსტაგრამის რეკორდი დაამყარა - საოცარი ფაქტი

დღეს ზუსტად ერთი კვირა გადის იმ ჯადოსნური დღიდან, როცა არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილია დაამარცხა და 28 წლიანი უტიტულო ხანა დაასრულა.

გარდა სანუკვარი თასისა და უამრავი ინდივიდუალური ჯილდოსა, "ალბისელესტეს" კაპიტანს, ლიონელ მესის ამ ტრიუმფმა ერთი, მეტად საინტერესო რეკორდიც დაამყარებინა.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ფოტომ, სადაც მესი კოპა ამერიკის თასთან ერთადაა გამოსახული, ინსტაგრამზე 19.8 მილიონი მოწონება დააგროვა, რითაც ამ სოციალურ ქსელში განთავსებულ ყველა სხვა სპორტული თემატიკის ფოტოს აჯობა.

როგორც ხედავთ, "ლა პულგას" საფეხბურთო მინდორი აღარ ყოფნის და იგი რეკორდებს უკვე მის მიღმაც ამყარებს.

იხილეთ რეკორდის შემოქმედი ფოტო:

1 კვირის წინ
3399 / 1
ირაკლი ხასაია
user
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1142
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ