ისტორიაში საუკეთესო ფინტი მესისგან - უმაღლესი ოსტატობა (ვიდეო)

ცნობილმა საფეხბურთო გამოცემამ, PlanetFootball.com-მა "ბარსელონას" არგენტინელი მეგავარსკვლავის, ლიონელ მესის ერთ მოძრაობას სტატია მიუძღვნა:

თუ თქვენ კიდევ გჭირდებათ იმის მტკიცებულება, რომ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, ნახეთ მის მიერ 2018 წელს გაკეთებული ფინტი.

ლეომ თავისი პირველი სანაკრებო ტურნირი ახლახანს მოიგო, თუმცა თაობის საუკეთესო მოთამაშის ადგილი მას დიდი ხანია დაკავებული აქვს,

მტკიცებულება? ეს საოცარი მომენტი, როცა მან "ატლეტიკოსთან" მატჩში ფილიპე ლუისს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.

თავდაპირველად უნდა ვახსენოთ მესის მიერ თავით დამორჩილებული ბურთი, რომელიც უკვე ბრწყინვალების ნიმუშია.

ფეხბურთელთა უმეტესობა ბედნიერი იქნებოდა იმით, რომ ბურთი თანაგუნდელისთვის გადაეცა, მაგრამ მესი მათ რიგებს არ მიეკუთვნება. მან ტყავის სფეროზე ქუსლის ერთი მირტყმით დააწესა კონტროლი და ლუისის თავმოყვარეობაც შეიწირა.

ბეჩავი ბრაზილიელი ეცადა, რომ "ლა პულგასთვის" ბურთი ახლა მაინც წაერთმია, მაგრამ ლეომ ზედ აუტის ხაზზე გაირბინა რამდენიმე მეტრი, შემდეგ კი ლუის სუარესს გადააწოდა პასი.

1 კვირის წინ
961 / 1
ირაკლი ხასაია
user
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1142
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ