"ის მესიმ გამოიგონა" - 2009 წელს ლეომ VAR-ი "იწინასწარმეტყველა" (ვიდეო)

2009 წელს ლიონელ მესიმ გატანილი გოლი ისე აღნიშნა, როგორც ეს თანამედროვე ფეხბურთს შეეფერება.

ლეომ გააკეთა ის ჟესტი, რომელსაც მსაჯები მანამ აკეთებენ, სანამ გადაწყვეტილებას ვიდეორეფერის საშუალებით მიიღებენ.

როგორც არგენტინელმა მოგვიანებით აღნიშნა, მას ჰაერში გულის დახატვა სურდა, თუმცა ეს არც ისე კარგად გამოუვიდა.

მიუხედავად ამ განმარტებისა, "ბლაუგრანას" ქომაგებმა სოციალურ ქსელში მაინც ბევრი საინტერესო პოსტი დაწერეს:

"ეს ვიდეო ამტკიცებს, რომ მესი უცხოპლანეტელია."

"მესი ის ადამიანია, რომელმაც VAR-ი გამოიგონა. ამაში ეჭვი არ მეპარება."

"იქნებ ლეო დროში მოგზაურია და ყველას მოძრაობას ხედავს... ამიტომაც არის ის ასეთი კარგი დრიბლინგსა და ყველაფერში."

"მისი ხედვა იმდენად სრულყოფილია, რომ მომავალსაც აღწევს."

"ეს ბიჭი იმდენად კარგია, რომ არავინ საუბრობს იმაზე, თუ რა საოცრად გადაუგდო ბურთი მეკარეს თავზე. ეს მესისთვის ნორმად იქცა."

1 კვირის წინ
5659 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1142
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ