2 წლის და 7 თვის წინ
"ბარსამ" პირობა მიიღო - რას აპირებს ვანდერსონი
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, "მონაკოს" ბრაზილიელი ᲤᲚᲐᲜᲒᲔᲚᲘ, ვანდერსონი, ერთ-ერთ იმ ფეხბურთელთაგანია, რომლებსაც "ბარსელონა" მარჯვენა მცველის პოზიციის გასაძლიერებლად განიხილავს.
ესპანურმა Sport-მა დღეს ახალი ცნობები სწორედ ვანდერსონთან დაკავშირებით.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" რომ სახელფასო განაკვეთი ამის საშუალებას აძლევდეს, 22 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე დაიმატებდნენ.
სწორედ ამ პრობლემებიდან გამომდინარე, კლუბმა ვანდერსონის ტრანსფერი 2024 წლისთვის გადასწია.
სანუგეშო გახლავთ ის, რომ Sport-ის მიხედვით, მონეგასკთა ახალგაზრდა მოთამაშე "ლურჯ-ბროწეულისფრებს" დაელოდება.
ვანდერსონმა გასულ სეზონში 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი