ნონა გაფრინდაშვილის საოცარი საჩუქარი ლეო მესის - რას უგზავნიან ლეოს (ფოტო)

ნონა გაფრინდაშვილის საოცარი საჩუქარი ლეო მესის - რას უგზავნიან ლეოს (ფოტო)

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით დღეს ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

დღევანდელი დღის ერთ-ერთი გამორჩეული ფაქტი "ბარსელონას" არგენტინელი მეგავარსკვლავის, ლიონელ მესისადმი მიძღნილი საჩუქარი გახლდათ, რომელიც ქართული ჭადრაკის ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს კომპანია "ზარაფხანამ" შეურჩია.

"ზარაფხანამ" საგანგებოდ "ლა პულგასთვის" შექმნა ჭადრაკი, რომლის ფიგურები მოოქროვილია და ეძღვნება მესის მიერ კოპა ამერიკაზე მიღწეულ ტრიუმფს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი ნონა გაფრინდაშვილმაც გააკეთა:

"რაც მესისგან საჩუქრად მაისურა მივიღე, იმის შემდეგ ვფიქრობდი, საპასუხოდ რა საჩუქარი შემერჩია. მჯეროდა, რომ „კოპა ამერიკას“ მოიგებდა და მინდოდა, გამარჯვება განსაკუთრებულად მიმელოცა. ამ დროს დამიკავშირდნენ „ზარაფხანიდან“ და მითხრეს, რომ მოოქროვილი სამეფო ჭადრაკის დამზადება სურდათ, რაც ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. ეს იქნება არა ჩემი, არამედ საქართველოს სახელით გაგზავნილი საჩუქარი, სადაც 2015 წელს ევროპის სუპერთასზე ითამაშა და მთელი სტადიონი ყვიროდა „მესი! ბარსა!“. ვფიქრობ, ეს სიმბოლური საჩუქარია და მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება."

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ქართველმა ლეგენდამ საჩუქარი თავად მესისგან მიიღო - ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელმა ქალბატონ ნონას თავისი ავტოგრაფით გაფორმებული მაისური გამოუგზავნა.

 

1 კვირის წინ
4848 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1142
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ