რატომ არ მიეცემა ერიკ გარსიას დასვენების საშუალება

რატომ არ მიეცემა ერიკ გარსიას დასვენების საშუალება

ესპანეთის ოლიმპიურ საფეხბურთო ნაკრებში "ბარსელონას" სულ 3 წარმომადგენელია - პედრი, ოსკარ მინგესა და ერიკ გარსია. თუ SPORT-ს დავუჯერებთ, სწორედ ეს უკანასკნელი იქნება ერთადერთი "ბლაუგრანელი", ვისაც ზაფხულში დასვენების შანსი არ მიეცემა.

20 წლის მცველმა "მანჩესტერ სიტის" მაისურით გასულ სეზონში სულ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და კატალონიაში ფიქრობენ, რომ იგი ენერგიის ნაკლებობას არ უჩივის.

მართალია, გარსიას მსგავსად, ოსკარ მინგესაც უმალვე შეუერთდება "ბლაუგრანას", თუმცა იგი მაშინ ისვენებდა, როცა სხვა ფეხბურთელები სანაკრებო ტურნირებზე ასპარეზობდნენ.

რაც შეეხება პედრი გონსალესს, რომელმაც მომქანცველ სეზონსა და ევრო 2020-ს ოლიმპიადაც გადააბა, იგი 10 დღიან არდადეგებს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ "ფურია როხა" ოლიმპიადის პირველ მატჩს ხვალ ჩაატარებს და ეგვიპტეს 11:30 საათზე (თბილისის დროით) დაუპირისპირდება.

6 დღის წინ
181 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1142
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ