"ეს პირველად კუმანს უთხრეს" - როგორ მიიღო ნონა გაფრინდაშვილმა მესის მაისური

"ეს პირველად კუმანს უთხრეს" - როგორ მიიღო ნონა გაფრინდაშვილმა მესის მაისური

როგორც გუშინ მოგახსენეთ, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდის, ნონა გაფრინდაშვილისა და კომპანია "ზარაფხანას" თანამშრომლობით შეიქმნა მოოქროვილი ჭადრაკი, რომელიც "ბარსელონას" არგენტინელ მეგავარსკვლავს, ლიონელ მესის გაეგზავნება.

გარდა კოპა ამერიკის მოგების მისალოცი საჩუქრისა, რასაც ქალბატონი ნონა ამ ნივთს უწოდებს, ეს იქნება საპასუხო ჟესტი იმისა, რაც "ლა პულგამ" დაახლოებით 1 თვის წინ გააკეთა. საუბარია მესის ავტოგრაფიან მაისურზე, რომელიც ჭადრაკის დიდოსტატმა საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად მიიღო.

ამ საკითხზე ნონა გაფრინდაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუშიც ისაუბრა:

"საჩუქარს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდე-ს დახმარებით გავაკეთებ, რადგან ისინი მთელ მსოფლიოში დადიან. მაგრამ როდის გადავცემ, ამას ჯერ ვერ გეტყვით. მაისური რომ მივიღე, ესეც ფიდე-ს დამსახურებაა. ჯერ ვითარება „ბარსელონას“ აუხსნეს, რომ ამ გუნდისა და ლიონელ მესის გულშემატკივარი ვიყავი. ეს პირველად გუნდის მწვრთნელს, რონალდ კუმანს უთხრეს, მან კი ეს ვითარება აუხსნა მესის, რომელმაც მაისური გამომიგზავნა, რაც ნორმალურია“

„ჩვენ პირადი კონტაქტი არ გვქონია. მაგრამ ის უდიდესი ფეხბურთელია, პიროვნული თვისებებითაც მომწონს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი „ზარაფხანას“ დამზადებული საჩუქარი, რომ მე მას „კოპა ამერიკაზე“ გამარჯვებას საქართველოს სახელით ვულოცავ. იმედია, მალე მსოფლიო ჩემპიონობასაც მივულოცავ."


ბუნებრივია, დიდი შეხსენება არ სჭირდება იმას, რომ ლეგენდარული მოჭადრაკე "ბლაუგრანასა" და ლეოს დიდი ქომაგი გახლავთ.

6 დღის წინ
4450 / 1
ირაკლი ხასაია
user
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1142
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ