2 წლის და 7 თვის წინ
"ბარსელონას" დრო ეწურება
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, "ატლეტიკო პარანაენსეს" 18 წლის თავდამსხმელის, ვიტორ როკეს "ბარსელონაში" გადასვლა გადაწყვეტილია.
ერთადერთი, რაც ახლა უნდა გაირკვეს, ის არის, როკე "ბლაუგრანას" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდება თუ 2024 წლის იანვარში.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრობლემას არა მარტო ფინანსური ფეარ-პლეი, არამედ ისიც წარმოადგენს, რომ სატრანსფერო ფანჯარა ბრაზილიაში 30 ივლისს იხურება.
მაშასადამე, "ატლეტიკო პარანაენსეს" დასჭირდება, რომ "ბარსამ" როკე 30 ივლისამდე გაიფორმოს, დაარეგისტრიროს, ხოლო თავად კლუბმა მისი შემცვლელის მოყვანა მოასწროს.
ცხადია, მსგავსი რამ ნაკლებადაა მოსალოდნელი.
აქედან გამომდინარე, ფაბრიციო რომანოს ვარაუდი, რომ ვიტორი კატალონიურ გრანდს 2024 წლის იანვრიდან დაემატა, უფრო რეალურია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი